ასევე ძლიან საინტერესო და შედეგიანი აღმოჩნდა პატარა, უმარტივესი საბავშვო სიმღერებით და ვიდეობით სამეტყველო ლექსიკის შესწავლა, რომელიც ჩემს მიერ იყო მოძიებული და თემების მიხედვით დალაგებული . მაგალიათად: სასკოლო ნივთები, ფერები, ასოები, ციფრები, ოჯახის წევრები, ცხოველები, ზედსართავი სახელები და ასე შემდეგ. ასეთი აქტივობების დროს ერთვება ფოტო და მუსიკალური მეხსიერება , რაც აიოლებს დასწავლის პროცესს და თანაც ხდის
სასიამოვნოს და საურველს.
შემდეგ გახდა საჭირო მიღებული ცოდნის გამოყენების უნარის გამომუშავება, რაც უკვე სხვა ამოცანებს სახავდა. ამისათვის შევიმუშავე და დავნერგე ჯგუფში სახალისო აქტივობების სხვადასხვაობა. მაგალითად: ზედსართავი სახელების ცოდნით უნდა შეძლოს მოსწავლემ აღწეროს ესა თუ ის საგანი, ან ასობის ცოდნა მას მიეხმარება დაუკავშიროს დიდი და პატარა ასოები ერთმანეთს. ამიტომ მივმართე ისევ კეთებითი დასწავლის ხერხს . წარმოვადგენ რამოდენიმე ნიმუშს :
მოსწავლეები მითითების მიხედვით აკავშირებენ ერთმანეთთან დიდ და პატარა ასოებს. ან აფერადებენ და აღწერენ საგანი რა ფერია? დიდია? პატარაა? და ასე შემდეგ.
ალბათ დამეთანხმებით, რომ მცირე ასაკის მოსწავლეებს ასწავლო უცხო ენა ძალიან რთული ამოცანაა, მაგრამ ასეთი სახალისო დავალებებით შევძელი არა მარტო მესწავლებინა, არამედ მათ სახეზე ბედნიერი და ხალიასიანი ღიმილიც დამენახა, რაც ყველაზე მეტი ჯილდო და სტიმულია ჩემთვის.
მომავალ შეხვედრამდე.
თიკო მიხარია ,რომ პირველი სკოლის გუნდის წევრი ხარ! გისურვებ წარმატებებს!
ReplyDelete